en
ge

ტრენინგი „CV”-ს წერა

იმერეთი. 21 დეკემბერს, სამტრედიის გამგეობის შენობაში, ჩატარდა სამუშაოს მაძიებელთათვის ტრენინგი „CV წერა", ასევე მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. აღნიშნულ თემატიკაზე ტრენინგი 25 დეკემბერს გაიმართება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ტრენინგს.
„რეგიონული განვითარების რესურსცენტრის" ორგანიზებით, „მშვიდობის კორპუსის" დაფინანსებითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინგლისურ ენასა და კომპიუტერში გადამზადებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია პროექტის ერთ–ერთი კომპონენტი, რომელიც მოსახლეობისთვის არსებული ვაკანსიების გაცნობასა და CV წერასა და ელექტრონულად გადაგზავნას გულისხმობს.
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023