en
ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 20 წლისაა

აჭარა. 27 დეკემბერს, მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 20 წლის იუბილე აღინიშნა. საიას ნაყოფიერ წლებზე 100-მდე ადამიანმა ისაუბრა. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება.
საია საქართველოში არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში, წარმოადგენს მათ ინტერესებს სასამართლოში თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში. საია მუდმივად ამონიტორინგებს და სწავლობს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს, ოპერატიულად აფიქსირებს თავის შეხედულებებსა და ხედვებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ამ თუ იმ მოვლენაზე და ახდენს გავლენას პროცესების დემოკრატიულ განვითარებაზე. იუბილეზე იმყოფებოდა ზაზა რუხაძე, რომელსაც ეკუთვნის აჭარაში საიას დაფუძნების იდეა. ორგანიზაცია ზაზა რუხაძესთან ერთად 20 წლის წინ დაუფუძნებიათ ყოფილ მოსამართლეს – ნინო ვაშაყმაძეს, მოქმედ მოსამართლეს – ჯუმბერ ბეჟანიძეს, მოქმედ ნოტარიუსს – ხათუნა კალანდარიშვილსა და იურისტ სუზი კვაჭანტირაძეს. სწორედ ამ დამსახურებისთვის სიმბოლური ჯილდო გადასცა აჭარის ფილიალმა ზაზა რუხაძეს. კიდევ ერთი სიმბოლური ჯილდო – ყველაზე მოტივირებული და ერთგული წევრი – გადაეცა საიას ყოფილ წევრს, ნათია ებრალიძეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023