en
ge

საღამოს დისკუსიები პროფესორ ფრენსის ფუკუიამასთან, პროფესორებთან, დიპლომატებთან...

თბილისი. 18 და 19 იანვარს, თბილისში გაიმართება საღამოს დისკუსიები სტენფორდის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების პროფესორების (ფრენსის ფუკუიამა, კეტრინ სტონერი, ალან ტრეგერი), მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის (დევიდ კრამერი), დიპლომატების (აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი)  და საქართელოს პრეზიდენტის მონაწილეობით.
18 იანვრის დისკუსიის თემა იქნება დემოკრატიული მმართველობა და მთავრობის ანგარიშვალდებულება.
19 იანვრის დისკუსია დაეთმობა გლობალურ გამოწვევებს და სტრატეგიული პარტნიორობის როლს უსაფრთხოების კუთხით – უსაფრთხოება და თავდაცვა, რუსეთი და მისი საფრთხე მეზობელი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისთვის, უკრაინის ომი, ISIS-ის გაფართოება და მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობების მნიშვნელობა გლობალური მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ა.შ.
საღამოს დისკუსიები იმართება ლიდერთა განვითარების აკადემიის ფარგლებში EWMI ACCESS-ის და სხვა დონორების ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: ewmi-access.org


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023