en
ge

„დახვრეტილი სამხედრო ცენტრი“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სტატიას: „დახვრეტილი სამხედრო ცენტრი".
„IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინსიტროს არქივიდან გამოითხოვა „სამხედრო ცენტრის" რეპრესირებულ პირთა საცხოვრებელი მისამართების ამსახველი მონაცემები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა 1923 წლის მაისში რეპრესირებული „სამხედრო ცენტრის" წევრთა საცხოვრებელი მისამართები.
მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი იყო სხვადასხვა წინააღმდეგობის ჯგუფები, რომელთა მიზანს საბჭოთა რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი", რომელიც ქართველი ოფიცრების მიერ იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი" აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023