en
ge

აფბა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის პრაქტიკას აკრიტიკებს

თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის შერჩევის პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს: „აფბა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის შერჩევის პროცესი თავისი არსით არის ტენდენციური და პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, თუმცა არსად, არცერთ ნორმატიულ დოკუმენტში გაწერილი არ არის კანდიდატის პერსონალური ვინაობის დასახელების პროცედურული დეტალები. ბოლო დროს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამკვიდრებული პრაქტიკა, თითქოსდა, ამ ხარვეზის შევსების მცდელობას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც რეალობამ აჩვენა, არ გამორიცხავს სუბიექტივიზმს და მიკერძოებულობას ამ პროცესში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: afba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023