en
ge

გამჭვირვალობა ანაკლიელ მცირე მეთევზეთა სამუშაო პირობებზე

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანაკლიელ მეთევზეთა პრობლემებით დაინტერესდა და ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.
„მეთევზეთა უმრავლესობისათვის თევზჭერა და თევზის რეალიზაცია შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ანაკლიელი მეთევზეები მოითხოვენ, რომ მათ გაუმარტივდეთ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი პირობები ან მიეცეთ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას (გარდა დაცული ტერიტორიებისა) ლიცენზიის გარეშე თევზჭერის ნებართვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წელს თევზჭერის ლიცენზიაზე მორიგი აუქციონის გამოცხადებისას იმგვარად განსაზღვროს პირობები, რომ ლიცენზია ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ მსხვილ კომპანიების, არამედ მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მეთევზეებისთვისაც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023