en
ge

პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო საქმიანობის ღიაობასთან დაკავშირებულ გეგმებზე

თბილისი. 1 თებერვალს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრაზე თავმჯდომარემ 2016 წელს განსახორციელებელი საკანონმდებლო საქმიანობა მიმოიხილა. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა 2015 წელს საკანონმდებლო ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა (იხილეთ, სუნიტა კაიმალი საქართველოს OGP-ის წარმატებულ მაგალითს უწოდებს, IDFI-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა კოსტა-რიკის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან). ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციულ ჯგუფს ჩემპიონთა ჯილდო გადაეცა.
დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯილდო საქართველოს პარლამენტის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023