en
ge

გამოფენა - დაკარგული სიყმაწვილე

აჭარა. 15 თებერვალს, ბათუმის თანამედროვე ხელვონების სივრცეში მორიგი გამოფენა გაიხსნა. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვების მიზეზების გასარკვევად. ის აკვირვდებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც. აღმოჩნდა, რომ ხშირად მოზარდებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ოჯახის წევრები უბიძგებენ. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი გამოფენა დარო სულაკაურის პროექტის ნაწილია. ფოტოგრაფი გეგმავს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რაც ფოტოებთან ერთად გმირების ინტერვიუებსა და სხვა მონაცემებს გააერთიანებს. გამოფენის გახსნის პარალელურად ადრეული ქორწინების შესახებ დისკუსია გაიმართა. მომხსენებელი იყო განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირ „პროგრესი"-ს ხელმძღვანელი ნინო გაბუნია. დისკუსიის შემდეგ კი მოეწყო თანამედროვე თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგიუვენის ფილმის „მუსტანგი-ს” ჩვენება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023