სამცხე-ჯავახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ბორჯომში ტრენინგებს მართავს იმ პირებისთვის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ტრენინგები რამდენიმე ეტაპად იმართება, რათა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოწვეული ექსპერტებისგან ინფორმაცია მიიღონ ინსტიტუციური მექანიზმის მნიშვნელობასა და სტრუქტურაზე, ფუნქციებსა და მოვალეობებზე, გენდერული თანასწორობის არსზე, გენდერულ მიდგომებზე, სტერეოტიპებზე, გენდერისა და სქესის განსხვავებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში