en
ge

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ გიდების მომზადების უფასო კურსი დასრულდა

აჭარა. „დემოკრატიის ინსტიტუტში" გიდების მომზადების უფასო კურსი დასრულდა. 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დამწყებ გიდებს სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგ პროგრამის ფარგლებში, დამწყები გიდები, პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ, ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ტურისტული პაკეტის შედგენაზე იმუშავეს. გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაციამ” რეგიონში სამი საუკეთესო გიდი დაასახელა. ამავე დღეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ადგილობრივი გიდების მომზადების ტრენინგ-პროგრამას „დემოკრატიის ინსტიტუტი” „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაციასთან” ერთად ახორციელებს. ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში” ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023