1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება".
ვებ-კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: აბინავ ბალი, OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი და შრეია ბასუ, OGP-ის რეგიონალური კოორდინატორი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მათ განიხილეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფორმატი, პროცესი და შინაარსობრივი მხარე, რათა სახელმწიფოებმა სწორი დაგეგმარებით შეძლონ უფრო მაღალი ხარისხის სამოქმედო გეგმების შემუშავება.
წყარო: idfi.ge