en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სხდომას დაესწრო. ორგანიზაცია, როგორც საბჭოს წევრი, მიღებულ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მყოფი სამოქალაქო ორგანიზაციები, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გასაჯაროების ფაქტებს და მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, დროის მოკლე ვადაში მოხერხდეს ამ შემზარავი დანაშაულებრივი ქმედების სრულფასოვანი გამოძიება, ყველა დამნაშავის გამოვლენა და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით დასჯა", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: barristers.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023