en
ge

„დედამიწის საათი“

თბილისი. 19 მარტს, მსოფლიომ „დედამიწის საათი" აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს ინიციატივით, „მრგვალ ბაღში" „SEU ARTPROJECT"-ის ბენდის კონცერტი გაიმართა.
„ჩრდილების თეატრის მსახიობებმა კი აქციის მონაწილეებისთვის „ლაზერშოუ" წარმოადგინეს. ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩაქრა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, ძველი თბილისის შენობებში, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში და სხვა კერძო ორგანიზაციებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023