en
ge

გამჭვირვალობა: „ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა იმერეთის მუნიციპალურ ა(ა)იპებში“

თბილისი.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს, რომელშიც იმერეთის მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო იურიდიულ პირებში განხორციელებულ ცვლილებებს მიმოიხილავს. „...მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის მასშტაბით 19 ახალი ა(ა)იპი შეიქმნა, რამაც საშტატო ერთეულები 1587 ერთეულით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე გაუქმდა 19 არსებული ა(ა)იპი, რამაც თავის მხრივ, საშტატო ერთეულების 800 ერთეულით შემცირება გამოიწვია.  რეგიონის მასშტაბით ა(ა)იპების რაოდენობა არ შეცვლილა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მათი რაოდენობა 158-ია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ლიკვიდაცია შედარებით მცირე საშტატო ნუსხის მქონე ა(ა)იპებს შეეხო, ხოლო ახლადშექმნილი ა(ა)იპები თანამშრომელთა სიმრავლით გამოირჩევა, საშტატო ერთეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად - 787 საშტატო ერთეულით გაიზარდა.  ამავე პერიოდში იმერეთის მუნიციპალიტეტების უკვე არსებულ ა(ა)იპებში 926 საშტატო ერთეულის დამატება მოხდა, რამაც მთლიანობაში რეგიონის მასშტაბით უკვე არსებულ და ახლადშექმნილ ა(ა)იპებში საშტატო ერთეულების რაოდენობა 1713 ერთეულით გაზარდა ...", ნათქვამია ბლოგში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)