en
ge

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

თბილისი. საქართველოს ეროვნული პლატფორმა ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს სამშაბათს, 22 მარტს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში და მეტროში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
ეს ტერორისტული თავდასხმა მიზნად ისახავდა ბელგიის დედაქალაქის, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ევროპის არაოფიციალურ დედაქალაქს, დაშინებას და დემორალიზებას. ის ემსახურებოდა ადამიანთა შორის სიძულვილის და შეუწყნარებლობის გაღვივებას, მათ დაყოფას და დაპირისპირებას, სხვადასხვა რასისა და აღმსარებლობის ადამიანთა კეთილდღეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ღირებულებების რწმენის შერყევას, იმის დანგრევას, რის შენებასაც უდიდეს ძალისხმევას უთმობს ევროკავშირი და მთელი დასავლური სამყარო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს, დგას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ხალხების გვერდით და გმობს ექსტრემიზმსა და ტერორიზმის სახით მისი ყველაზე მახინჯი ფორმით გამოვლინებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)