en
ge

„ეს შენ გეხება“ მეჭიაურის და ლორთქიფანიძის განცხადებებს ეხმაურება

თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.
„ეს განცხადებები არის ფაქტიურად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტიურად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში. ...მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ადექვატური რეაგირება მოახდინოს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. დეპუტატებმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ საზოგადოების წინაშე. პოლიტიკურმა პარტიებმა კი იზრუნონ, რომ მსგავსი დამოკიდებულებების მქონე პირები არ ახდენდნენ საზოგადოებამდე მცდარი გზავნილების მიტანას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023