en
ge

„მოკლული ქალების ხმა“

აჭარა. 28 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. „მოკლული ქალების ხმა" - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მხოლოდ 2014 წლის ფემიციდის შემთხვევებზე მოამზადა და იგი აუდიტორიის წინაშე სადისკუსიოდ გამოიტანა. შეიცვალა თუ არა რეალობა ქალთა ძალადობის მიმართ და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში. დისკუსიას ადგილობრივი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმი გადაღებულია პროექტის „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით". პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ვიდეოს ჩვენება სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023