თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე სათემო ორგანიზაციების მხარდამჭერი რესურსცენტრის განახლებული ვებ-გვერდი www.cdrc.ge ამოქმედდა. ვებ-გვერდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, კავშირების დამყარებასა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.
ვებ-გვერდზე ატვირთულია გამოცემები, პუბლიკაციები, განთავსებულია საქართველოში მოქმედი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა, ინფორმაცია მათი საქმიანობისა და ასევე, უცხოური გამოცდილების შესახებ.
ახალი ვებ-პორტალი საშუალებას იძლევა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა თუ ორგანიზაციამ მიიღოს უახლესი ინფორმაცია მათი ორგანიზაციული განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების, ტრენინგ და საკონსულტაციო მომსახურებების მიღების შესაძლებლობების შესახებ. ვებ-გვერდი, განახლებული დიზაინითა და ფუნქციებით, ოპტიმიზირებულია მობილური მოწყობილობებისთვისაც.
წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი