თბილისი. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)" „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" ყოფილმა შეიხის ვაგიფ აქპეროვის ინტერესებს იცავს და მის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.
„აქპეროვის განმარტებით, 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასზე დაიწყო პოლიტიკური ზეწოლა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში უხეში ჩარევის ფაქტები გამოვლინდა. აქპეროვის თქმით, მისგან ითხოვდნენ, არ მიეღო მონაწილეობა საჯარო შეხვედრებში, კონფერენციებში და არ ჰქონოდა ურთიერთობა სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: tdi.ge