თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას ეხმაურება.
უცხოელი სტუდენტების, მათი რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნით სახელმწიფო უშიშროებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის; შუღლის გაღვივების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წახალისების მაღალ რისკს შეიცავს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: tdi.ge