en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა...

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს მიმართავენ.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ხართ ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი, რაც თქვენ და ევროპის სახალხო პარტიამ არაერთხელ დაამტკიცეთ ბოლო წლების განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ევროპულ დედაქალაქებში, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში ჩვენი გზავნილის გასაჟღერებლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამარტივებული პროცედურებით იმოგზაურონ ევროპაში. გვჯერა, ეს გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროპისადმი, შეამცირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებას და შეზღუდავს ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებს.
იმედი გვაქვს, რომ თქვენ და ევროპის სახალხო პარტია სამომავლოდაც დაგვიჭერთ მხარს იმ კრიტიკულ საკითხებში, რაც აუცილებელია საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023