en
ge

წერილი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ბ-ნ ჯოზეფ დოლს

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა წერილით მიმართავს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ბ-ნ ჯოზეფ დოლს.
„მოგმართავთ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს ყველაზე დიდ კოალიციას საქართველოში, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ორგანიზაციას. ვითვალისწინებთ რა ჩვენი ქვეყნის მიმართ ,,ევროპის სახალხო პარტიის" მეგობრულ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას, რაც არაერთგზის დადასტურდა, თქვენს პირად წვლილს ამ მხარდაჭერაში და ასევე მნიშვნელოვან დიდ ბერკეტებს, რომლებიც პარტიას გააჩნია ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ საქართველოს ეროვნული პლატფორმის სახელით ვთხოვო თქვენს აღმატებულებას, რომ ხელი შეუწყოთ შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის საკითხის დროულ განხილვასა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანას”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023