en
ge

მოუსმინეთ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ნახევარფინალისტებს

დღეს, 1 აპრილს, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) გამართავს გასაუბრებების ბოლო შესარჩევ ეტაპს სადაც მონაწილეობას მიიღებს OGP-ის მმართველ კომიტეტში შესარჩევი კონკურსის მონაწილე 16 ნახევარფინალისტი. საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალში 47 კანდიდატიდან მხოლოდ 16 ადამიანი იქნა შერჩეული, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. საბოლოოდ OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი მხოლოდ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდება.
ინტერნეტ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე http://bit.ly/1RLDBB0 დარეგისტრირების შედეგად. ინტერნეტ-კონფერენციის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ნახევარფინალისტებს, გაიგონ მათი ხედვა ღია მმართველობის პარტნიორობაზე და მიწერონ კითხვები, რომელსაც კანდიდატები უპასუხებენ. იხილეთ ინფორმაცია სრულად: http://bit.ly/1SBsKK8
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)