en
ge

კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს

თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„კამპანიის წევრები უარყოფითად აფასებენ იმ გარემოებას, რომ ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემური პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2012 წლამდე, არ გამხდარა სახელმწიფოს მხრიდან არც სათანადო პოლიტიკური, არც სამართლებრივი შეფასების საგანი. იმ პირთა უდიდესი ნაწილი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უკვეთავდა და/ან ფარულად იღებდა და ინახავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს (და სავარაუდოდ აშანტაჟებდა მასალებში ასახულ პირებს) დღემდე დაუსჯელია, მეტიც - არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს პირები დღესაც სამართალდამცავ სისტემებში აგრძელებენ მუშაობას. აღნიშნული თანამდებობის პირების დაუსჯელობა და მოქმედი ხელისუფლების მიერ ამ პირებთან თანამშრომლობის გაგრძელება, ინარჩუნებს წარსულში არსებული მანკიერი სისტემას და ახალისებს შემდგომ დანაშაულს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.esshengexeba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023