en
ge

„პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ“

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები.
„მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები.
ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელიც შეიძლება მოყვეს საარჩევნო კანონმდებლობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ინტერესი საქართველოში არჩევნები უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს გაცილებით მაღლა დგას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023