en
ge

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა

აჭარა. 8 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ საქართველოში გამართა საჯარო კონსულტაციები - ღია მმართველობა საქართველოს 2016 -2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.  საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით.  საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემეტაცია 2015 წლის ბოლოს და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში,  ვინაიდან პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს. საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023