en
ge

კამპანია „სამართალი ითხოვს“...

თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" კამპანია „სამართალი ითხოვს" დაიწყო. 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის კამპანიის პრეზენტაცია, 12 აპრილს შედგა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში".
კამპანიის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა დაინტერესებული პირები.
კამპანიის მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ-კლანური მმართველობისგან გათავისუფლება. კოალიცია კამპანიის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ის საკითხები, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის.
სრულად...
წყარო: კამპანიის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)