en
ge

საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელა

თბილისი. 11 აპრილს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა და იმსჯელა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა ინსტიტუტის მიერ მომზადებული პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს IDFI-ის მიერ ინიცირებული ვალდებულებების განხორციელებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია; საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარადგინა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023