en
ge

„მე და საზოგადოება” – კონკურსის შედეგები

სამცხე–ჯავახეთი. 25 დეკემბერს,  ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა" პროექტის – „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" – ფარგლებში გამოცხადებული ვიდეო კონკურსის შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გასულ  შოთა ნარიმანიშვილს საჩუქრად ციფრული ფოტოაპარატი, ხოლო  მეორე ადგილზე გასულ ნანა მიქელაძეს  და ნინო ავეტისიანს MP3 ფლეიერები გადასცეს. მესამე ადგილზე გასული მარი წიკლაური მეხსიერების ბარათით დაასაჩუქრეს. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ერთობლივად გადაიღეს ვიდეო-რგოლი, საჩუქრად ენციკლოპედია მიიღეს. ვიდეო კონკურსი თემაზე „მე და საზოგადოება", 10 დეკემბერს გამოცხადდა. ვიდეო-რგოლის წარდგენის ბოლო ვადა 25 დეკემბრამდე იყო. მასში მონაწილეობის მიღება 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ. მათ 2-დან 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეო-რგოლი უნდა გადაეღოთ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)