en
ge

თბილისი OGP-ის საპილოტე პროგრამის პარტნიორი გახდა

თბილისი. თბილისი ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) საპილოტე პროგრამის მონაწილედ შეირჩა და ღია მმართველობის პროცესში ჩაერთვება.
„ღია მმართველობა პარტნიორობის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობით, თბილისის მთავრობა იღებს ვალდებულებას, დედაქალაქის მართვის პროცესი უფრო ღია გახადოს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართოს. ამ მიზნით, თბილისი დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელშიც კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს.
ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შესარჩევ კონკურსში განაცხადის წარდგენას. ამ პროცესის სამომავლო მხარდაჭერას ფონდი მომავალშიც გააგრძელებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)