en
ge

ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში

აჭარა. 21 აპრილს, „დემოკრატიის ინსტიტუტმა" ბათუმის საკრებულოსთან არსებული „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს" და „საზოგადოებრივი დარბაზის" წევრებს ახალი პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" გააცნო. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარება აღნიშნული პროექტი მოქალაქეებს პეტიციის ფორმით ხმა მიაწვდინონ საკრებულოებს და უშუალო მონაწილეობა მიიღონ თავიანთ ქალაქებსა და დასახლებაში არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში. „დემოკრატიის ინსტიტუტი" აქტიური მოქალაქეებისგან შემდგარ სათათბირო ორგანოს მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათი პრობლემების კვლევის მიზნით თანამშრომლობას სთავაზობს. შეხვედრაზე დამსწრე, ბათუმის სხვადასხვა დასახლების წარმომადგენელმა მოქალაქეებმა არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს და „დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ მომზადებული კითხვარი შეავსეს, სადაც პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით წარმოადგინეს, ასევე დაასახელეს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის რა მეთოდი გამოიყენეს და რა შედეგი მიიღეს. პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე „დემოკრატიის ინსტიტუტი" შეხვედრებს გამართავს ბათუმის 13-ვე დასახლებაში, სადაც ლიდერები-აქტიური მოქალაქეები შეირჩევიან. თავის მხრივ ისინი თავიანთ დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოავლენენ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც საკრებულოს კომპეტენციას წარმოადგენს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)