en
ge

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლება

თბილისი. ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" E-60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე და ურბანულ ზონებში არსებული საგზაო უსაფრთხოების რისკების და მათი პრევენციის გზების შესახებ დისკუსია გაიმართა პირველი არხის დილის გადაცემა „პიკის საათში".
„საგზაო უსაფრთხოება საქართველოში უკვე გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა და ის მოითხოვს სხვადასხვა ინსტიტუტების განათლების, ჯანდაცვის, პოლიციის, გზების დეპარტამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის, ბიზნესის, სამეცნიერო ინსტიტუტების, მედიის თანამშრომლობას. საგზაო უსაფრთხოებს პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ასეთი ტიპის გამოცდილ ევროპულ მიდგომას ითვალისწინებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023