en
ge

„პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“

აჭარა. 25-26 აპრილს, „დემოკრატიის ინსტიტუტმა" ახალი პროექტის - „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსთაველის უბნისა და ბონი-გოროდოკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართონ პეტიციით და ამ გზით ჩაერთონ თავიანთ უბანში/დასახლებაში/ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად თითო მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი პრობლემა გამოვლინდება, რომელიც პეტიციის სახით საკრებულოებს გადაეგზავნება. შეხვედრებზე შეირჩევიან ლიდერები-აქტიური მოქალაქეები, რომლებიც პეტიციის ინიციატორები იქნებიან და ორგანიზებას გაუწევენ ხელმოწერების შეგროვებას. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს. პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია" „დემოკრატიის ინსტიტუტი’’; პარტნიორი ორგანიზაციები: ასოციაცია „ათინათი"; საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი"; „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი"; ბათუმის მუნიციპალიტეტში პროექტის პარტნიორია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)