თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს სტატიას: „ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები".
„ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა 29 ვალდებულებას მოიცავდა, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო 16 სახელმწიფო უწყება. სამოქმედო გეგის ვალდებულებები განისაზღვრა მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე (15 ქალაქში 19 საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა).
IDFI-ის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ შევადარებთ სამოქმედო გეგმის ვალდებულებას ამ ვალდებულების შესრულების ინდიკატორს, მეორე სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან შესრულდა - 20, ხოლო არ შესრულდა 9 ვალდებულება. ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად გამოყენებულია სამოქმედო გეგმით გაწერილი ინდიკატორების შედარება საბოლოო შედეგთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge