en
ge

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016“

თბილისი. 27 აპრილს, ევროპის სახლში, კონკურსის „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016” ნახევარფინალი გაიმართა. ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს 24 გუნდი ეჯიბრებოდა, რომელთა შერჩევაც 90-მდე აპლიკანტიდან მოხდა.
კონკურსი მიმდინარეობს ორ ნომინაციაში. I ნომინაცია: არსებული სოციალური საწარმოს განვითარების საუკეთესო ბიზნეს-გეგმა; II ნომინაცია: ახალი სოციალური საწარმოს შექმნის საუკეთესო ბიზნეს-გეგმა.
ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოში მოღვაწე წარმატებული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებისგან, გამოავლინა 4-4 გამარჯვებული გუნდი.
წინ ფინალისკენ მიმავალი რთული, მაგრამ საინტერესო გზაა: ერთი თვის განმავლობაში გუნდები გააგრძელებენ ბიზნესგეგმებზე მუშაობას.
პირველი ნომინაციის გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს დაფინანსებას სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ხოლო მეორე ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 20 000 ლარი სოციალური საწარმოს შესაქმნელად.
ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016” უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროპის ფონდის ორგანიზებით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
სრულად...
წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)