en
ge

მსჯელობა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე

კახეთი. საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი შეხვედრაზე განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.
„კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ამომრჩეველთა საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების და ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების, ასევე, საკანონმდებლო წინადადების და პეტიციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების საკითხი; მოქალაქეების მიერ პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით კომენტარის დატოვება და უკუკავშირის მიღება პარლამენტის აპარატის წარმომადგენელთა მხრიდან; საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფების შექმნა და მათი საქმიანობის გააქტიურება; კანონპროექტის განმარტებითი ბარათის სამართლებრივი თვალსაზრისით დახვეწა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო კონცეფცია; საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის შესასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა, რომლის მიღებაც ასევე საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)