en
ge

„ეს შენ გეხებამ“ საქმიანობის შედეგები წარადგინა


თბილისი. კამპანიამ „ეს შენ გეხება" საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობის შედეგები და ასევე გააჟღერა კამპანიის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირების ფორმები. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კამპანია აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ე.წ გასაღების სააგენტოს შექმნის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და სუსის რეფორმირების საკითხებზე.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მოსმენების არსებული მოდელი და კონკრეტული ვადა მისცა საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად. კამპანიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: esshengexeba.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)