en
ge

აფბა: ლარის გამყარების ხელოვნური შეჩერების მცდელობა

თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) აქვეყნებს განცხადებას ლარის გამყარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ლარის გამყარების თანდათანობითი პროცესი დადებითი და მისასალმებელი ტენდენციაა, თანდათანობითი და არა მკვეთრი და ნახტომისებური გამყარება მთელი რიგი ფაქტორების გამო, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ ის გარემოება, რომ წონასწორობის ახალი მიჯნა–ნიშნული ჯერ გამოკვეთილი არ არის. ის ფაქტორი, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმლია შეფარდებით 1 დოლარი 2.4 ლარი, არ ამართლებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პერმანენტულ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე, სადაც სებ–მა მარტის შუა რიცხვიდან დღემდე ჯამში 115 მილიონი დოლარი შეისყიდა, რითაც მიზანმიმართულად აფერხებს ლარის გამყარების პროცესს, მაშინ, როცა სებ–ის ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023