2016 წლის ევროპის დღეებს საქართველოს რეგიონები მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა.
„მოეწყო სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული თუ გასართობი აქტივობა, დებატები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, ინტელექტუალური თამაშები, ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი აქტივობები. დაგეგმილია რიგი საინფორმაციო შეხვედრები საჯარო და კერძო სკოლებში, უნივერსიტეტებში, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო დაწესებულებებში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდის სოციალურ ქსელში