en
ge

ეს შენ გეხება - ინფოგრაფიკა

თბილისი. ეს შენ გეხება აქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში ცვლილებების შესახებ ინფოგრაფიკას.
„ეს ინფოგრაფიკა კარგად აღწერს ცვლილებებს უსაფრთხოების სფეროში და მიყურადების პროცესს იმ კანონპროექტების მიხედვით ,რომელიც დღეს წარმოვადგინეთ.
ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს, შექმნას სამი ახალი ორგანო და გაატაროს რეფორმა უსაფრთხოების სფეროში.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფუნქციები, შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო, გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, კერძოდ, შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. შესაბამისად, ეს სამსახურები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)