en
ge

CDD საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობს

თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ძალადობას გმობს.
„სამწუხაროდ, კვლავაც გრძელდება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტიპის მობილიზაცია იწვევს დაძაბულობას და ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს. რისი მაგალითიც იყო ზუგდიდის N53 და წყალტუბოს N50 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. მსგავსი ფაქტები ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: cdd.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)