en
ge

საბჭოს საქმიანობის ახალი რეგულაციები...

აჭარა. 1 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს საქმიანობის ახალი რეგულაციები ინერგება: სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომები ყოველთვის ერთიდაიმავე დროს უნდა გაიმართოს. გადაწყდა, რომ სხდომები ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დიდ სადისკუსიო დარბაზში (მისამართი: ბათუმი ფარნავაზ მეფის ქ. #62/64) ჩატარდება. საბჭოს სხდომები ღიაა და დასწრება ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება. გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭოს წევრებს შორის გაიმართა დისკუსია. 1 ივნისს გამართულ სხდომაზე საბჭომ იმსჯელა რეკრეაციული ზონების შენარჩუნებისა და ქალაქში ასეთი ზონების გაზრდის საკითხზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023