თბილისი. ამ წუთებში, სასტუმრო „რედისონში" საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს.
„შეხვედრას ესწრებიან ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. მათი მონაწილეობით განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ და ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრება რეფორმასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge