en
ge

არასამთავრობოების განცხადება...

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სახელწოდებით: „ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით".
„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, 8 ივნისს, ახალციხეში, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობის" ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშკარა ხელის შეშლასთან დაკავშირებით. კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მერიამ კამპანია „დაიცავი თავისუფლებას" წერილობით უარი უთხრა ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა. ... მოვუწოდებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)