en
ge

დისკუსია მიგრანტთა დასაქმების საკითხებზე

გურია. 7 ივნისს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა გურიაში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ირგვლივ დისკუსიას დაეთმო და კონკრეტულად კი ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმების შესაძლებლობებს განხილვას მოიცავდა მცირე და საშუალო ბიზნესში. შეხვედრა გაიმართა „ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმებისა და ბიზნეს შესაძლებლობების გაზრდის პროექტის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ ასოციაციასთან (DVV International) და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ მცირე გრანტების პროგრამაა, რომელიც მოიაზრება, როგორც ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის საშუალებად.
წყარო: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)