en
ge

შეხვედრა სოფლის განვითარების სტრატეგიის საკითხებზე

აჭარა. 8 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ექსპერტი სოფლად განვითარების საკითხებში ზვიად არჩუაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში გამგეობის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა.   შეხვედრის მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობა იყო.   ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა".   პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება – „რიყეთის ამაგი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)