en
ge

პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობას

სამეგრელო–ზემო სვანეთი. „დემოკრატიის ინსტიტუტი " და ასოციაცია „ათინათი", არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში." პროექტი, დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შეარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშაონ მისი მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.
პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 7 სხვადასხვა სოფელში, მათ შორის ანაკლიაში, ორსანტიაში, დარჩელში, კახათში, რუხში, ოდიშსა და ზედაეწერში. ადგილობრივ მცხოვრებლები გაეცნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, პეტიციის შედგენისა და საკრებულოში წარდგენის პროცედურებს. შეხვედრაზე მოხდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემების განხილვა და თემისთვის პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა ანალიზის შედეგადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად შევა 3 სხვადასხვა პრობლემაზე მომზადებული პეტიცია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)