en
ge

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრებისათვის



აჭარა. 20-22 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შშმ პირთა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგის მიზანი იყო პროექტის „გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-8, მე-9, 25-ე და 28-ე მუხლების ინპლემენტაციის ხელშეწყობის" ფარგლებში თემის წარმომადგენლების გადამზადება თვითადვოკატირების კუთხით. ტრენინგის 25-მა მონაწილემ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება გამოკვეთონ პრობლემები, როგორ დასახონ პრობლემის მოგვარებისთვის მიზნები და როგორ აწარმოონ ადვოკატირების კამპანია საკუთარი უფლებებისა დასაცავად. ასევე, გაეცნენ გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, გამოკვეთეს აჭარის რეგიონში მცხოვრები შშმ პირების საჭიროებები, შეაჯამეს სატრენინგო ციკლი და თითოეულმა ჯგუფმა დაგეგმა წარმოდგენილი მუხლების მიხედვით ადვოკატირების კამპანია, რომელსაც 2016 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელებენ.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტის - „გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-8, მე-9, 25-ე და 28-ე მუხლების ინპლემენტაციის ხელშეწყობის" ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023