თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთან მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა.
„შეფასებითი კვლევა ორგანიზაცია Transparify-იმ განახორციელა. ამ წუთებში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ თემაზე მედიისთვის პრეს - კონფერენციას მართავენ.
IDFI ულოცავს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებმაც 47 ქვეყნის 200 ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობის შეფასების დროს 5 (უმაღლესი) ქულა დააგროვეს. ეს ორგანიზაციებია: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ჯამპსტარტ ჯორჯია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ISET- პოლიტიკის ინსტიტუტი და PMC კვლევითი ცენტრი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში