en
ge

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს...

თბილისი. ორგანიზაცია „ბავშვი და ოჯახი" ავრცელებს მიმართვას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის.
„მივმართავთ, პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთ საარჩევნო პროგრამაში ბავშვთა კეთილდღეობისა და მათი დაცვის საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმონ. მათ შორის, ძალადობისგან დაცვას.
საინტერესოა, როგორია პოლიტიკური პარტიების ხედვა აღნიშული საკითხისადმი, რომელიც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
საჭიროა, ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე ერთიანი მიდგომა შეიქმნას, რაც პირველ რიგში გამყარებული უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციებით," ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.
„ბავშვი და ოჯახი" მასმედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მიმართავს თხოვნით, ხშირად დასვან კითხვები ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე.
სრულად...
წყარო: cfaorg.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023